ახალი ამბები

რომპოი, ბაროზო, ფულე – ვინ გეგმავს თბილისში ვიზიტს ახლო მომავალში

6 თებერვალი, 2014 •
რომპოი, ბაროზო, ფულე – ვინ გეგმავს თბილისში ვიზიტს ახლო მომავალში

 

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ცამოვლენ როგორც ევროკავშირის, ისე კონრეტული სახელმწიფოების მაღალი თანამდბეობის პირები:

 

“უახლოეს პერიოდში იქნება უმაღლესი დონის ვიზიტები როგორც ევროკავშირის, ისე ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. თვის ბოლოს ჩამოვა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში ბატონი ოტინგერი, მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ბატონი შტეფან ფულე, ასევე დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდნტის ბატონი ჰერმან ვან რომპოის ვიზიტი ზაფხულამდე, საქართველოში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ბატონმა ბაროზომ. იგეგმება უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ამის თაობაზე უფო მეტ დეტალებს მომავალში მოგაწვდით”, – განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი