ახალი ამბები

საბერძნეთი ორ რუს დიპლომატს აძევებს

11 ივლისი, 2018 • 1715
საბერძნეთი ორ რუს დიპლომატს აძევებს

BBC-ის ცნობით, საბერძნეთმა ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ორ პირს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. BBC აღნიშნულ ცნობას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბერძნეთის მთავრობა რუს დიპლომატებს სენსიტიური ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებაში ადანაშაულებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ისეთ ინფორმაციას აგროვებდნენ, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ბერძენი მოხელეების მოსყიდვა.

მათივე ცნობით, რუს დიპლომატებთან დაკავშირებული პრეტენზიები ასევე უკავშირდება მაკედონიის სახელთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ერთი თვის წინ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის დასრულდა 27-წლიანი დავა სახელთან დაკავშირებით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას მაკედონიის ჩრდილოეთ რესპულიკა ეწოდოს.

საბერძნეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი  აცხადებს, რომ შესაბამის ზომებს ისიც მიიღებს. BBC წერს, რომ საბერძნეთი ყოველთვის ფრთხილი იყო რუსეთთან ურთიერთობის დროს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის ზრდის გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი