ახალი ამბები

ინფლაცია საქართველოში წინა წელთან შედარებით 2.9 %-ია

4 თებერვალი, 2014 •
ინფლაცია საქართველოში წინა წელთან შედარებით 2.9 %-ია

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,1 პროცენტით. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (13 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (4,5 პროცენტი), ასევე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე (4,2 პროცენტი);

მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,4 პროცენტი).

 

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 41,9, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე – 8,2,  ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე – 8,4, ხოლო თამბაქოს ნაწარმზე – 14 პროცენტით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი