ახალი ამბები

მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარიდან გაემგზავრა 

10 ივლისი, 2018 • 1235
მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარიდან გაემგზავრა 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მარგველაშვილი ბრიუსელში ანკარიდან გაემგზავრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე, რომელსაც ოცზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკიაციისას განიხილა ნატო-ს სამიტის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში გაემგზავრა ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს არაერთი ორმხრივი შეხვედრა ექნება, სადაც ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ალიანსთან ურთიერთობა, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი