ახალი ამბები

ივანიშვილი: პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს

4 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილი: პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს

“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ზოგადად გავაკეთდებდი პატარა რეაქციას. მე უდიდეს პატივ ვცემ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, ქრისიტიანობას, მართლმადიდებლობას, დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და მიყვარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და ხელშეუხებელი. ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,”- აცხადებს ივანიშვილი. 

 

ივანიშვილის თქმით, ეკლესიის ზედმეტად გაფეტიშება თავად ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევს.

 

“ეკლესიაშიც არის იგივე პროცესები, იქაც არის დარღვევები, რაც არის საზოგადოებაში, ისინიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები”, – განაცხადა ივანიშვილმა.  


რაც შეეხება სუროგაციის საკითხს, როდესაც ორ მშობელს შვილი არ ჰყავს და მედიცინა ერევა, საკამათო არ არაფერია. თუმცა, მისივე თქმით, კანონმდებლობაში სუროგაციის თემა დასხვეწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი