ახალი ამბები

საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში

8 ივლისი, 2018 • 2607
საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 242 წლისთავი თბილისში, აშშ-ს საელჩოში საოჯახო პიკნიკით აღნიშნეს. აშშ-ს სავაჭრო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ამერიკულმა და ქართულმა ოჯახებმა, სხვადასხვა აქტივობების ფონზე კიდევ ერთხელ იზეიმეს თარიღი, როცა 1776 წელს 13 კოლონია გაერთიანდა და ახალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

სტუმრებს საელჩოში გიგანტური ბარბექიუ, ლუდი და ღვინო, ასევე ამერიკული და ქართული ბენდების მუსიკა, ილუზიონისტები და კლოუნები დახვდათ. 1 500-მდე სტუმარს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ და აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილიმ უმასპინძლეს. პიკნიკი ფეიერვერკით დასრულდა.

“ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში წარმოადგენს აქ მომუშავე ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს. ისინი ამერიკის საელჩოს და საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორები არიან, ხელს უწყობენ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას და ქართული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ მოხარულები და ამაყი ვართ, რომ ამ დღესასწაულს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად აღვნიშნავთ, ვზეიმობთ ამერიკის დამოუკიდებლობას ამერიკულ კომპანიებთან და მეგობრებთან ერთად”, – აღნიშნა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ მედიასთან საუბრისას.

საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საოჯახო პიკნიკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

აშშ-ს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თქმით, საოჯახო პიკნიკით აშშ-ს დამოუკიდებლობასთან ერთად ყველა ის ღირებულება აღინიშნა, რაც აშშ-ს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში  მიაქვს.

“შეხედეთ საქართველოს, რა გზა გაიარა და როგორი პროგრესი აქვს დემოკრატიის განვითარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ამერიკის სავჭრო პალატისა და აშშ-ის საელჩოს სახელით გეტყვით, რომ ძალიან მოხარულები ვართ რომ ვართ აქ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ერთად . ამ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა, აქ არიან ჩვენი ამერიკელი და ქართველი მეგობრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღეს არა მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, არამედ თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო”, – განაცხადა მაიკლ ქაუგილიმ.

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 ივლისს აღინიშნება. 1776 წელს, სწორედ ამ დღეს, კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო დეკლარაცია, რომლის ძალითაც 13 ამერიკული კოლონია ახალ სახელმწიფოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებად გაერთიანდა. აშშ-ში ამ თარიღს აღნიშნავენ მთელი რიგი ღონისძიებებითა და აქტივობებით, მათ შორის, აღლუმებით, კარნავალებით, პიკნიკებით, ბეისბოლისა და კალათბურთის თამაშითა და პოლიტიკური გამოსვლებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი