ახალი ამბები

თურქეთში მატარებლის ამოტრიალების შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 73 ადამიანი

8 ივლისი, 2018 • 2306
თურქეთში მატარებლის ამოტრიალების შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 73 ადამიანი

Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთში მატარებლის ამოტრიალების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 73 დაშავდა.

როგორც თურქული გამოცემა წერს, მატარებლი რელსებიდან ამოვარდა და 5 ვაგონი ამოტრიალდა, სადაც 360 მგზავრი იმყოფებოდა.

Daily Sabah-ის ცნობით, მატარებელი უზნაპრუუდან სტამბულის მიმართლებით მიემართბოდა. უბედური შემთხვევა სოფელ სარილარის მახლობლად მოხდა.

გამოცემა წერს, რომ ადგილზე 100-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ჯგუფი გაიგზავნა. დაშავებულების საავადმყოფოებშ გადასაყვანად ვერტმფრენებსაც გამოიყენებენ.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მატარებელი უამინდობის გამო გადავიდა რელსებიდან. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა მეწყერებმა გამოიწვია.

დაღუპულთა ოჯახებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სამძიმარი გამოუცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი