ჭუბერში სტიქია კვლავ მძვინვარებს. ადიდებული, კალაპოტშეცვლილი მდინარე ნენსკრა კვლავ გზებსა და სახლების ეზოებში მიედინება. კალაპოტთან ახლოს მდებარე საცხოვრებლები მოსახლეობისაგან მთლიანად დაცლილია.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ჭუბერიდან ცოტა ხნის წინ მოგვაწოდეს. ნაწილი 6 ივლისის შუადღეს, ნაწილი კი საღამოსაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს ადიდებული ნენსკრა, დაზიანებული გზები, განადგურებული ხიდი და წყალში მოქცეული სახლები. როგორც ფოტოების ავტორმა ხათუნა ჩხეტიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის გააქტიურებიდან 24 საათზე მეტი გავიდა, ნენსკრა კვლავ ადიდებულია.