ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტები ეჩმიაძინში შეიჭრნენ

6 ივლისი, 2018 • 2825
სომხეთის კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტები ეჩმიაძინში შეიჭრნენ

სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით, მოქალაქეთა ჯგუფი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა ეჩმიაძინის კანცელარიაში შეიჭრა. ამის შესახებ ფეისბუკზე ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსმა, ვაგრამ მელიქიანმა დაწერა.

მისი ცნობით, ინიციატივა “ახალი სომხეთის” წევრები ეჩმიაძინის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ, შეუსაბამოდ იქცევიან, მათთვის დამახასიათებელი მანერით, ულტიმატუმებით, მოთხოვნებითა და პროვოკაციული მოქმედებებით გამოდიან. ისინი არ უსმენენ სასულიერო პირების მოწოდებებს”.

თავის მხრივ, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მანამდე არ დატოვებენ შენობას, სანამ გარეგინ II არ გადადგება.

ინიციატივა “ახალი სომხეთი, ახალი კათოლიკოსი” უკვე ერთი თვეა გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი