ახალი ამბები

სვანეთში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა – საგანგებო სიტუაციების სააგენტო

5 ივლისი, 2018 • 1331
სვანეთში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა – საგანგებო სიტუაციების სააგენტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან ინფორმაცია არ შესყლა სვანეთში სტიქიასთან დაკავშირებით დაშავებულების შესახებ.

“უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.  ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამავე თემაზე გირჩევთ

ჭუბერი დაიტბორა – ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო [ვიდეო]

სტიქია ჭუბერში – ყველა ფოტო და ვიდეო ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი