შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი გამომძიებლების მონაწილეობით ესპანეთის რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია „კუში” ჩატარდა, რის შედეგადაც ესპანეთში მოქმედი “სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული”.
შსს-ს განცხადებით, სომხურ-ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას სომეხ “კანონიერ ქურდთან” ერთად ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ. უწყების ცნობით, დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე შუშანაშვილების კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “კუში” ე.წ. საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეცოპერაციაა.

![შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული [ვიდეო] შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2018/07/კუში.jpg)



