კერძოდ, დახლებზე განთავსებულ სასურსათო პროდუქტებს – კონსერვებს, შესქელებულ რძეს, კარაქს, ნაღებს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის შესაბამისად, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ 400 ლარით.
2014 წლის პირველი იანვრიდან სურსათის ეტიკეტირება რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ”.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლისპირველი პუნქტის შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იგივე ქმედება, ჩადენილი 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.







