ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტი: მოლაპარაკებათა დასრულებამდე აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლონ

5 ივლისი, 2018 • 1573
ევროპარლამენტი: მოლაპარაკებათა დასრულებამდე აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლონ

2018 წლის 4 ივლისს ევროპარლამენტში ხმათა უმრავლესობით, 564 ხმით 69-ის წინააღმდეგ, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გლობალური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე რეკომენდაციები მიიღეს.

ამ რეკომენდაციებს შორისაა მიმართვები ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, ევროპულ კომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიმართ, ასევე გარანტიების მოთხოვნა, “რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთოებების გაღრმავება დაეფუძნება დემოკრატიის მხარდაჭერასა და პატივისცემას, სამართლებრივ სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს”.

ევროპელი პარლამენტარები რეკომენდაციას გასცემენ “შეახსენონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ არანაირი გლობალური შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული ქვეყანასთან, რომელიც პატივს არ სცემს ევროკავშირის ძირითად ფასეულობებსა და უფლებებს”.

რეკომენდაციების შესაბამისად, მოლაპარაკებების დასრულებამდე “აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს პოლიტიპატიმრები და სინდისის პატიმრები”.

ევროპარლამენტი ბაქოსგან ასევე მოელის სამუშაოების გატარებას მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხში, ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ოლიგარქიული და დომინანტური პოლიტიკური ძალებისგან მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი