თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთმა მოქალაქემ მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო, ხოლო ორმა მოქალაქემ -კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათი ინფორმაციით, დამწვარია სახლის მეორე სართული და სხვენი – 100 კვ. მ.