აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს “გასაჭირში გაწეული დახმარებისთვის” მადლობა გადაუხადა და ისიც აღნიშნა, რომ “გასაჭირში აზერბაიჯანიც ყოველთვის დახმარების ხელს უწვდიდა მეზობლებს”.
ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ ხალხს გაგებისა და მოთმინებისთვის.
3 ივლისს აზერბაიჯანის ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე ავარია მოხდა, რის გამო ქვეყნის 39 ქალაქი და რაიონი, ბაქოს ჩათვლით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.