ახალი ამბები

გამოქვაბულში ჩარჩენილმა ბავშვებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ, თორემ 4 თვე მოუწევთ ლოდინი

4 ივლისი, 2018 • 5750
გამოქვაბულში ჩარჩენილმა ბავშვებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ, თორემ 4 თვე მოუწევთ ლოდინი

BBC-ის ცნობით, ტაილანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშველები არ რისკავენ არაფერს, როდესაც წყლით სავსე გამოქვაბულში 12 მცირეწლოვანი ბიჭის და ფეხბურთის მწვრთენლის გადარჩენას ცდილობენ.

გამოქვაბულში ჩარჩენილებმა, მაშველების დახმარებით, 10 დღის მანძილზე პირველად მიიღეს საკვები და სამედიცინო საშუალებები.

7 მყვინთავი, მათ შორის ექიმი და ექთანი შეუერთდნენ ჯგუფს, რომელიც გამოაქვაბულშია ჩარჩენილი, ისინი ორშაბათს ცოცხლები იპოვნეს.

მყვინთავები ახლა მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაატოვებინონ მათ გამოქვაბული უსაფრთხოდ.

ბავშვები გამოქვაბულში დაკარგვიდან 9 დღის შემდეგ იპოვეს,  გამოქვაბულის დატოვება მოულოდნელად მოვარდნილი წყლის ნაკადის გამო არ შეუძლიათ. წყლის ნაკადის მოვარდნა უხვმა ნალექმა გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ნალექი მოვა, არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი სივრცე, რითიც ბავშები ჰაერს იღებენ, წყლით დაიფარება.

ტაილანდის ხელისუფლება ამბობს, რომ ბავშვებმა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მაღალი კალორაჟის საკვებით და მულტივიტამინებით მომარაგდნენ.

ბიბისის ცნობით, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ,  წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვას ცდილობს, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულიად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი წყლით დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები ორშაბათს, დაკარგვიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი 9 დღის შემდეგ იპოეს. ფოტო: epa

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი 9 დღის შემდეგ იპოეს. ფოტო: epa

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი 9 დღის შემდეგ იპოეს. ფოტო: epa

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი