ახალი ამბები

დაკავებულია პირი, რომლის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიას კაცი ემსხვერპლა – შსს

4 ივლისი, 2018 • 2503
დაკავებულია პირი, რომლის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიას კაცი ემსხვერპლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, 2 ივლისს ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ბრალდებულმა უმისამართლოდ გასროლილი ტყვიით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ერთი პირი მოკლა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე გაფორმებული ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებმა პირმა გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღესა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი