უტიაშვილი: მერაბიშვილს ჰქონდა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება, რადგან მიმდინარე ამბოხი იყო

შოთა უტიაშვილი, რომელიც მუხროვანის სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო, აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა თავდაპირველად გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, თუმცა შემდეგ მათი დაკავების ბრძანებით შეცვალა.