თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი მოტოციკლის მძღოლია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.