მარნეული – ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მტკვარში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ცურვისას 25 ივნისს გაუჩინარდა.
“სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა”, – აცხადებენ უწყებაში.