ახალი ამბები

მომავალში ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს

2 ივლისი, 2018 • 3097
მომავალში ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს

მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდები შესაძლოა ივლისის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

“ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ჩემი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე შესაძლებელია. მომავალი წლიდან ამ შესაძლებლობას ვიხილავთ”, – განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე გირჩევთ

საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერებს დგამენ, ზოგან დროებით ვენტილატორებს დადგამენ – სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი