ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში ოთხი რეისი ვერ შესრულდა

29 იანვარი, 2014 • • 1287
თბილისის აეროპორტში ოთხი რეისი ვერ შესრულდა

აეროპორტში ფრენებს პრობლემა ძლიერმა ნისლმა შეუქმნა.

ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. ფრენა თბილსიდან თურქეთის მიმართულებით ვერ შეასრულა “პეგასუსის” თვითმფრინავმა. ასევე თურქეთიდან თბილისის მიმართულებით ფრენა ვერ შეასრულა “თურქიშ ეარლაინის” თვითმფრინავმა. გადაიდო “ლუფთჰანზას” ავიარეისიც.

 

საქარველოში “პეგასუსის” წარმომადგენლის განცხადებით, გადადებული ავიარეისი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება.  

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს: 

“დღეს, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი 8 რეისის ნაცვლად შესრულდა ოთხი ფრენა.ცუდი ხილვადობის გამო რეისები გააუქმეს ავიაკომპანიებმა – Turkish Airlines-მა, Lufthansa – მ და Lot Polish -მა. ხოლო პეგასუსის რეისი გადაიდო და დღეს, დღის განმავლობაში შესრულდება.

უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მზად არის ნებისმიერი ტიპის ბორტის და რეისის მისაღებად” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი