ახალი ამბები

რუსეთში გატაცებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს

29 ივნისი, 2018 • 1670
რუსეთში გატაცებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს

სასაზღვრო პოლიციის 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს დღეს, 12 საათზე გადმოსცეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს. შსს-მ გუშინდელ ინციდენტზე ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც შესაბამისი ცნობა Reginfo-მ გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა. როგორც ერთ-ერთი გატაცებული მესაზღვრის ოჯახის წევრები აცხადებდნენ,  სასაზღვრო პოლიციელებთან კონტაქტი რამდენიმე დღე არ ჰქონდათ.

გამოცემის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის წევრები გუშინ გაიტაცეს. ადგილობრივებმა „რეგინფოსთან“ საუბარში დაადასტურეს ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია.

გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება.

პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი