ახალი ამბები

უწყებებში პერსონალური მანქანების კუთხით არსებული სიტუაცია ბახტაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია

29 ივნისი, 2018 • 1763
უწყებებში პერსონალური მანქანების კუთხით არსებული სიტუაცია ბახტაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ “პერსონალური მანქანების” კუთხით ზოგიერთ სახელწმიფო ორგანიზაციაში არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე ახალ ინიციატივას წარადგენს ამასთან დაკავშირებით.

“მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე წარმოვადგენ ახალ ინციიატივას, რომელიც არა მხოლოდ ჯიპებს, არამედ ავტოპარკს მთლიანად შეეხება, განსაკუთრებით, პერსონალურ მანქანებს. და, ბუნებრივია, ის სიტუაცია, რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი