მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს უდასტურებს. უწყების თქმით, მანქანა მდინარეში ხიდიდან ჩავარდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა მანქანაში არასრულწლოვნები. გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყებიდან დეტალების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.