ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში თბილისისთვის საპასუხო “სანაკოევის სიას” ამზადებენ

27 ივნისი, 2018 •
ცხინვალში თბილისისთვის საპასუხო “სანაკოევის სიას” ამზადებენ

როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, პეტრე გასიევმა რუსეთის სახელმწიფო გამოცემა სპუტნიკ-ოსეტიას განუცხადა, თბილისის გადაწყვეტილების საპასუხოდ ოსური მხარე სასანქციო სიას ამზადებს, რომელშიც, მისი ცნობით, “სამხრეთელ ოსთა გენოციდში დამნაშავეებს შეიყვანენ”.

გასიევი ამბობს, რომ პარალამენტში დაახლოებით 2 წელია შემუშავებულია კანონპროექტი -“სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, მას პირობითადად ჰქვია 1992 წელს ქართველების მიერ სასტიკად მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი”.

პეტრე გასიევი ამბობს, რომ სიას მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ.

“მასში მოხვდებიან საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და სხვა იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის გენოციდში მონაწილეობდნენ, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოში”.

გასიევის თქმით, სია ყველა შესაძლო სანქციას გაითვალისწინებს, მათ შორის “შეეცდებიან, რომ ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადონ”.

2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. გუშინ, 26 ივნისს კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი. მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ამ სიაში შეყვანილ პირებს სავიზო, ქონებრვი და ფინანსური ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდეთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი