ახალი ამბები

ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა – გირჩი

27 ივნისი, 2018 • 7178
ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა – გირჩი

“გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გირჩის ინფორმაციით, სასამართლომ ნიკა ობოლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააჯარიმა, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით
უკანონოდ შეძენა ან შენახვას, გასაღების  მიზნის გარეშე, გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა ობოლაძეს კანაფის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

საქმე ეხება 2 მაისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც პარტიის ყოფილი ოფისის წინ, გირჩის ინფორმაციით, პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა მოქალაქის დაკავება სცადეს. საქმეში პარტიის წევრები ჩაერივნენ. პოლიციაში დაკითხვაზე იყო ნიკა ობოლაძეც, რომელსაც, როგორც პარტიაში ამბობენ, ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა.

“სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ალოგიკური. სასამართლომ, უბრალოდ, არ მოგვისმინა, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ჩემთვის დაებრალებინა კანაფის “შეძენა-შენახვა”. მე არც შემიძენია და არც შემინახავს კანაფის ძირი, რომელიც პარტია გირჩის საკუთრება იყო და რომელიც ჩემამდე ხელში ეკავა გირჩის თითქმის უკლებლივ ყველა წევრს,”-აცხადებს ნიკა ობოლაძე.

“გირჩში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გაასაჩივრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი