ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

25 იანვარი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით,  24 იანვარს გამართულ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა  და მასზე  განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

ჯორჯ სოროსი საქართველოში 2012 წელს კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და წინა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ასევე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

 

მანამდე ის საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, რომელიც სოროსის ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრია, საქართველოში  1994 წლიდან მოღვაწეობს.

ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

მასალების გადაბეჭდვის წესი