ახალი ამბები

წულუკიანი: ფარცხალაძეს მთავარ პროკურორად მუშაობის მორალური უფლება არ ჰქონდა

24 იანვარი, 2014 • • 1360
წულუკიანი: ფარცხალაძეს მთავარ პროკურორად მუშაობის მორალური უფლება არ ჰქონდა

როგორც თეა წულუკიანმა გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა, მისთვისაც და პრემიერ–მინისტრისთვისაც, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ფარცხალაძის ნასამართლეობა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო:

 

“სამწუხაროდ, მე ბატონ ოთარს მანამდე არ ვიცნობდი, ის წარვუდგინე ბატონ პრემიერს, რომელიც აგრეთვე ჩემთან ერთად აღმოჩნდა იმ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე, რომელიც იყო ბატონი ფარცხალაძის წარსული ნასამართლეობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის ნასამართლევად აღარ ითვლებოდა. არის თანამდებობები, სადაც- როცა გაქარწყლებული ან მოხსნილი გაქვს ნასამართლეობა- შეგიძლია იმუშაო, მაგრამ არა მთავარი პროკურორის ან პროკურორის თანამდებობაზე, სადაც შენ სჯი სხვებს და არ უნდა იყო წარსულში თავად დასჯილი. მორალური უფლება არ ჰქონდა ამ თანამდებობაზე ემუშავა, მე ასე ვფიქრობ და, სხვათა შორის, ის, რომ არ ჰქონდა, ამას თავად ფარცხალაძეც იზიარებდა. მე მას სტრასბურგიდან დავუკავშირდი, როცა ეს ამბავი აგორდა, ის აბსოლუტურად ადეკვატურად აცნობიერებდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და, მე ვიტყოდი, გაბედულიც მან მიიღო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი