ახალი ამბები

ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში მოსახლეობამ თვითნებურად დაყენებული კონდინციონერები უნდა აიღოს – კალაძე

27 ივნისი, 2018 • 1818
ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში მოსახლეობამ თვითნებურად დაყენებული კონდინციონერები უნდა აიღოს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო დროს ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილებში გახშირდა ფასადების დაზიანების ფაქტები. ეს უკანასკნელი კი მოსახლეობის მიერ კონდიციონერების, გამათბობლების, მილებისა და სხვა საყოფაცხვორებო ინფრასტრუქტურის დამონტაჟების ხარჯზე ხდება. კალაძის განცხადებით, დღეიდან ზედამხედველობის სამსახური მსგავსი ფაქტების აღრიცხვას დაიწყებს.

“მე მინდა დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს და აღრიცხოს თითუელი მსგვასვი ფაქტი. მესაკუთრეების მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტურქტურის დემონტაჟი განახორციელონ. რაც შეეხება დაზიანებულ ფასედებს, ამას ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, რაშიც დედაქალაქის მერია, გამგეობა და თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება. მინდა მივმართო მოსახლეობას: კონდიციონერების, მილებისა და გამათბობლების დემონტაჟი აუცილებლად დაიწყეთ. მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გამოიყენებს გონივრულ ვადას და ჩვენ არ მოგვიწევს მკაცრი ზომების გატარება,” – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მილიონობით ლარს ხარჯავს. როგორც კალაძე იუწყება, გუდიაშვილისა და ორბელიანის სარეაბილიტაციო პროექტისთვის 110 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, მომავალში მერია ქალაქის სხვა ნაწილების რეაბილიტაციისთვის კიდევ 500 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

“მე მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტურქურები, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე,”- ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი