ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც EBRD აფინანსებს, წარმოადგენს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა 2015 წელს თბილისში ჩატარდეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც იქნება შესაძლებლობა საქართველოში ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად.