ნეტგაზეთი | გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონში ბუხრინწებს მიაგნო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონში ბუხრინწებს მიაგნო – Netgazeti
RU | GE  
ბუხრინწა. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონში ბუხრინწებს მიაგნო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონში ორი ბუხრინწა აღმოაჩინეს.

სამსახურის ცნობით, თანამშრომლები ხონში მდებარე ერთ-ერთ საცოხვრებელ სახლში შესაბამისი შეტყობინების შემდეგ გამოცხადდნენ.

ბუხრინწები უკვე გადაეცა თბილისის ზოოლოგიურ პარკს. შემდგომში მათი ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. გავრცელებულია თითქმის ყველგან, გარდა პოლარული და გაუდაბნოებული რეგიონებისა, მათ შორის, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში.

 

ბუხრინწები. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ბუხრინწები. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან