ახალი ამბები

თბილისის მერია: ბიუჯეტის არქონის გამო შესაძლოა ახალი საბავშვო ბაღები ვეღარ აშენდეს

24 იანვარი, 2014 • • 1444
თბილისის მერია: ბიუჯეტის არქონის გამო შესაძლოა ახალი საბავშვო ბაღები ვეღარ აშენდეს

მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელიც ახალი ბაღების შენობებისთვის დიზაინის შექმნას ითვალისწინებდა, დასრულდა.

 

კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო, მათ საკუთარი დიზაინით შექმნილი ბაღების მაკეტი წარმოადგინეს.

 

“კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას დედაქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით თბილისში რამდენიმე ახალ საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა. თბილისის მერიას ბიუჯეტში ამ ინიციატივისთვის 10 მილიონი ლარი ქონდა გათვალისწინებული”, – აცხადებენ მერიაში.

 

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები დღეს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს. დღესვე გამოვლინდა ის გამარჯვებული კომპანია, რომელიც, ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, საკუთარი დიზაინით შექმნილ საბავშვო ბაღებს აშენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი