ახალი ამბები

16 დაშავებული და ერთი დაღუპული – ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა

25 ივნისი, 2018 • 2514
16 დაშავებული და ერთი დაღუპული – ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წეროვანში სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 16 პირია დაშავებული, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 376-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შსს-ში აცხადებენ, რომ შესაძლია გამოძიება ამ მუხლით დაიწყოს, თუმცა საგამოძიებო პროცესში მოსალოდნელია მისი გადაკვალიფიცირება.

შსს-ს ცნობით, დაშავებული პირებიდან ყველა კონტაქტური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი