ახალი ამბები

გამოცდების პერიოდში ალჟირსა და ერაყში  ინტერნეტი გაითიშება

22 ივნისი, 2018 • 1783
გამოცდების პერიოდში ალჟირსა და ერაყში  ინტერნეტი გაითიშება

სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პერიოდში ალჟირსა და ერაყში  ინტერნეტი გაითიშება. aljazeera-ს ინფორმაციით, ინტერნეტის გათიშვით სახელმწიფოები ცდილობენ გამოცდაზე სტუდენტებს არ მისცენ გადაწერის საშუალება.

ალჟირის მთავრობამ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს დაავალა, რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშონ. რაც შეეხება Facebook-ს, ქვეყანამ სოციალური ქსელი გამოცდების გამო ხუთი დღით დაბლოკა.

aljazeera წერს, რომ ალჟირის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2016 წელს გამოცდების  პასუხები გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ინტერენტით გავრცელდა.

ალჟირის ტელეკომის ინფორმაციით, 25 ივნისამდე ინტერნეტის მიწოდება ყოველ დილით დაახლოებით ორი საათით შეწყდება ხოლმე. ალჟირის მსგავსი ქმედებების განხორციელებას ერაყიც გეგმავს, სადაც საგამოცდო პერიოდი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი