ახალი ამბები

ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობისთვის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

22 იანვარი, 2014 • • 952
ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობისთვის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 21 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულებაში  შ.ტ. იმავე დაწესებულებაში მოთავსებული მამისთვის  ამანათის სახით 0,6 გრამ „მარიხუანას“ გადაცემას შეეცადა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 19, 3782-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 5  წლამდე ვადით   თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი