ახალი ამბები

მინისტრების ხელფასი 1300 ლარით შემცირდა

22 იანვარი, 2014 • • 943
მინისტრების ხელფასი 1300 ლარით შემცირდა

 

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ.

 

“ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო სახელფასო დანამატთან ერთად გახდება 5000 ლარი. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა’, – აცხადებენ მთავრობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი