ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი

21 იანვარი, 2014 • • 1629
რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი

მას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 4 ივლისს აქვს შევსებული, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

 

დეკლარაციის მიხედვით, ბადაშვილი თბილისიში, ნუცუბიძის ფერდობის 5 მიკრორაიონში 48.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას ფლობს, პირადად მის სახელზე სხვა სახის უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ბადაშვილის მამა ნუგზარ ბადაშვილი ფლობს თბილისში, თევდორე
მღვდლის N10–ში მდებარე  ბინას, რომელიც 104.00 კვ.მ–საგან შედეგება, ამავე ტერიტორიაზე ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართი. ნუგზარ ბადაშვილი ფლობს სოფელ გლდანში (სასოფლო-სამეურნეო) მიწის ნაკვეთს: ფართობი – 1000.00 კვ.მ, მის სახელზეა რეგისტრირებული საგარეჯოში, კერძოდ, სოფელი მანავში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიც: ფართობი – 143097.00 კვ.მ.

 

 

ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა Honda crv (1997 წლის გამოშვება). გიორგი ბადაშვილის სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ არის. 

 

გიორგი ბადაშვილს 4 საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი 4 სხვადასხვა ბანკში. დეკლარაციის შევსებისას ,,საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 0.00 ლარი ფიქსირდებოდა,  ,,საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 5200.00 ლარი, “ლიბერთი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 4000.00 ლარი, „ბაზის ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე – 2200.00 ლარი კრედიტი(+).

 

პროკურორის მამას, ნუგზარ ბადაშვილს ორი საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი: ,,თი–ბი–სი ბანკი” სახელფასო ანგარიშზე 400.00 ლარი ირიცხებოდა, ,,თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე ანგარიშზე- 15000.00 აშშ დოლარი. ბადაშვილის დედას, დალილა გეგეჭკორს ორი საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი: “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1500.00 ლარი ფიქსირდებოდა, ხოლო ,,თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე ანგარიშზე – 15000.00 ლარი. საქართველოს ბანკში აქვს სახელფასო ანგარიში პროკურორის დას, ნინო ბადაშვილს: 1000 ლარი.

 

დეკლარაციაში გიორგი ბადაშვილი ასევე უთითებს, რომ მას 8500 ლარი ნაღდი ფულადი თანხა გააჩნია. დოკუმენტის მიხედვით, 2012 წელს ბადაშვილმა  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთ. სამმ. მე-2 სამმართველოს უფროსად მუშაობის დროს 46822.00 ლარი გამოიმუშავა. მამამისმა, ნუგზარ ბადაშვილმა შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იურისტად მუშაობით 8223.00 ლარი გამოიმუშავა, დალილა გეგეჭკორმა, რომელიც საჯარო სკოლაში მუშაობს პედაგოგად, 4191.00 ლარი, ხოლო ნინო ბადაშვილმა შპს თბილისი პარკის ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე წლის განმავლობაში 7258.00 ლარი გამოიმუშავა.

 

ბადაშვილი დეკლარაციაში ასევე მიუთითებს, რომ 2012 წელს ბაზის ბანკიდან იპოთეკური სესხი აქვს აღებული: 36800.00 აშშ დოლარი, ხოლო ნუგზარ ბადაშვილს ვითიბი ბანკში აქვს სამომხმარებლო სესხი: 4000.00 ლარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი