ახალი ამბები

მეუფე შიოზე კითხვებს, რომლებიც დებულებიდან გამომდინარე არსებობდა, პასუხი გაეცა – მიტროპოლიტი პეტრე

21 ივნისი, 2018 • 1763
მეუფე შიოზე კითხვებს, რომლებიც დებულებიდან გამომდინარე არსებობდა, პასუხი გაეცა – მიტროპოლიტი პეტრე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ სინოდის წევრებმა დღეს პატრიარქისგან მიიღეს მოსაყდრის შესახებ განმარტებები.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, კითხვები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან დაკავშირებით საპატრიარქოს დებულებიდან გამომდინარე არსებობდა. თუმცა, რა კითხვებზე იყო საუბარი, მიტროპოლიტ პეტრეს არ დაუკონკრეტებია:

“მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც იყო მოსალოდნელი. მეუფე შიო დასახელებულია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. დებულებიდან გმაომდინარე, არსებობდა შეკითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი” – უთხრა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

რა ვიცით პატრიარქის ტახტის მოსაყდრის შესახებ – მიტროპოლიტი შიო

მასალების გადაბეჭდვის წესი