ახალი ამბები

ესპანეთთან წაგების შემდეგ ირანის სამწვრთნელო გუნდის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

21 ივნისი, 2018 • 1938
ესპანეთთან წაგების შემდეგ ირანის სამწვრთნელო გუნდის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ირანის სამწვრთნელო გუნდის წარმომადგენელი ესპანეთი-ირანის მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Sport ავრცელებს.

როგორც გუნდის მენეჯერი, კარლოს კერიოზი აცხადებს, გუნდის წევრის ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა ირანის გუნდის მიერ გატანილი გოლი, რომელიც შემდგომ მსაჯებმა გააუქმეს. ეს გადაწყვეტილება კი იმით დაასაბუთეს, რომ გოლის ავტორი “ხელით თამაშობდა”.

სწორედ ამ გოლს უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა მისი განულების შემდეგ ესპანეთმა მატჩი ანგარიშით 1:0 მოიგო.

როგორც The Independent წერს, ირანის გუნდის წარმომადგენელმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი