ახალი ამბები

მაკრონის საყვედური მოზარდს, რომელმაც მას შემოკლებით “მანუ” დაუძახა[ვიდეო]

19 ივნისი, 2018 • 5638
მაკრონის საყვედური მოზარდს, რომელმაც მას შემოკლებით “მანუ” დაუძახა[ვიდეო]

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოზარდს უსაყვედურა, რომელმაც მას შემოკლებული სახელით მიმართა. შემთხვევა პარიზთან ახლოს, შარლ დე გოლის მიერ ნაცისტური გერმანიასთან ბრძოლის 78 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაზე მოხდა.

“როგორაა საქმეები, მანუ?” – ასე მიმართა მოზარდმა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც ადგილზე მყოფ საზოგადოებას ესალმებოდა. აღნიშნულს ემანუელ მაკრონის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მან ბიჭს მოუწოდა, მოქცევა ისწავლოს და ისე მიმართოს, როგორც ოფიციალურ ცერემონიას შეეფერება.

მოზარდსა და პრეზიდენტს შორის დიალოგი ასე წარიმართა:

“როგორ მიდის საქმეები, მანუ?”

“არა, არა, ასე არ შეიძლება”.

“ბოდიში, ბატონო პრეზიდენტო”.

“შენ აქ ხარ, ოფიციალურ ცერემონიაზე და შესაბამისად უნდა მოიქცე. შეგიძლია, თავი გაისულელო, მაგრამ ეს მარსელიოზაა, ფრანგი პარტიზანების სიმღერა… შესაბამისად, უნდა დამიძახო ან “ბატონო პრეზიდენტო”, ან “სერ”, კარგი?”

“კარგი”.

როგორც მედიაგამოცემები წერენ, სანამ პრეზიდენტს მეტსახელით მიმართავდა, ბიჭმა საერთაშორისო სოციალისტური ჰიმნი “ინტერნაციონალი” იმღერა. მაკრონს არც ეს გამორჩენია და მოზარდს უთხრა:

“სანამ რევოლუციას დაიწყებდე, უნივერსიტეტის ხარისხი უნდა მიიღო და თავი შენით ირჩინო, გასაგებია? მერე უკვე შეგიძლია, სხვები დამოძღვრო”.

ამის შემდეგ მაკრონმა მისალმებები განაგრძო.

მასალების გადაბეჭდვის წესი