ახალი ამბები

“არ შეეხოთ ჩემს ინტერნეტს” – დაპირისპირება ტაქსიმზე

18 იანვარი, 2014 •
“არ შეეხოთ ჩემს ინტერნეტს” – დაპირისპირება ტაქსიმზე

 

აქციის მონაწილეები ინტერნეტის ცენზურის წინააღმეგ გამოდიან. აქცია სახელწოდებით _ `არ შეეხოთ ჩემს ინტერნეტს~, კანონში დადგმილი იმ ცვლილებების წინააღმდეგაა მიმართული, რომლის თანახმადაც თურქეთში `შეუსაბამო შინაარსის~ ვებგვერდების მოხმარებაზე შესაძლოა გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს. 

 

 

აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, ასევე, თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ წინასწარ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ აქციას აღკვეთდნენ, თუმცა ტაქსიმზე აქცია მაინც შედგა.

 

 

მიუხედავად აქციისა და პოლიციის მოქმედებისა, ტაქსიმზე მაღაზიები არ დახურულა. პოლიციის სპეცტექნიკის ქუჩაში ჩამოვლის დროს აქციის მონაწილეები ვიწრო ქუჩებს, მაღაზიებსა და კაფეებს აფარებენ თავს, რომლის მეპატრონეებიც რამდენი წუთით ჟალუზებს კეტავენ, რომ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისაგან დაიცვან. 

 

აქცია იგივე სახელწოდებით თურქეთის რამდენიმე ქალაქში იმართება. 



მასალების გადაბეჭდვის წესი