“ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ოზურგეთში ნაცემი დეპუტატის, ბესო ქათამაძის და მისი დაკავებული მეგობრის მხარდამჭერ აქციებს. პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მათთან მიაგზავნა გუბერნიის მოქმედი თანამშრომელი მაფიოზური გარიგებით – “ოღონდ საჩივარი გამოგვეტანა პოლიციიდან და იღებდნენ პასუხისმგებლობას, ბესო ქათამაძეს აცემინებდნენ ქართული ოცნების ყველა დეპუტატს, ვინც თავს დაესხა.”
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას, ინციდენტში მონაწილე სახელისუფლებო დეპუტატების პასუხისგებაში მიცემას და ბესო ქათამაძის მეგობრის გათავისუფლებას. ოპოზიციონერი დეპუტატები ახლა საკრებულოში მიდიან, სადაც წერილობით გააცნობენ საკუთარ მოთხოვნებს თავმჯდომარეს.
მათი განცხადებით, ბესო ქათამაძის მხარდამჭერ აქციაზე ხელისუფლებამ მიაგზავნა პროვოკატორი, ხოლო პოლიციამ მისი ტეიროტიიდან გაყვანის მაგივრად დაიჭირა უდანაშაულო ახალგაზრდა: “დღეს ვგებულობთ, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ. მოვითხოვოთ ყველასგან, რომ მოიქცნენ კანონის ფარგლებში და გაათავისუფლონ ეს ახალგაზრდა.”
“სანამ ყველა დამნაშავე და მოძალადე არ დაისჯება, გავაგრძელებთ აქციებს. ისინი ამ წუთის მდგომარეობითაც ითვლებიან დეპუტატებად. ისინი წესით უნდა ზრუნავდნენ ოზურგეთელებზე, მაგრამ ამის მაგივრად თავში რკინას ურტყამენ კოლეგას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვერ აიტანეს კრიტიკული მოსაზრება. ეს აქცია არის ზღვაში წვეთი იმისა, რასაც მიიღებს ქართული ოცნება. ხელისუფლება იყენებს მხოლოდ საზოგადოებრივ ბერკეტებს, თორემ სხვაგვარდა ჩამოშლილია.
ხელისუფლებამ გამოგზავნა საკუთარი წარმომადგენელი, გუბერნიის მოქმედი თანამშრომელი, ვინმე ნესტორი “ნაციონალურ მოძრაობაში” მაფიოზური წინადადებით – ოღონდ ენმ-ს და ბესო ქათამაძეს საჩივარი გამოეტანა პოლიციიდან და იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ ბესო ქათამაძეს სათითაოდ აცემინებდნენ ოცნების ყველა დეუპუტატს, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა,” – განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის ფეისბუკითაც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ოზურგეთში მიმდინარე მოვლენები.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, რომ აქვთ ხელისუფლების მიერ მაფიოზური გარიგებით ენმ-ში მიგზავნილი პირის წინადადების ვიდეოჩანაწერი, რომელიც მალე გასაჯაროვდება.