ახალი ამბები

საქართველოში ახალგაზრდები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე ასაკოვნები – კვლევა

18 ივნისი, 2018 • 12536
საქართველოში ახალგაზრდები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე ასაკოვნები – კვლევა

Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე ასაკოვნები. “გარდიანის” მიხედვით, კვლევა მსოფლიოს 106 ქვეყანაში ჩატარდა და მსგავსი მონაცემი მხოლოდ ორ ქვეყანაში დაფიქსირდა – საქართველოსა და განაში.

კვლევის ავტორებმა ახალგაზრდები 18-დან 39 წლამდე ასაკის კატეგორიაში მოაქციეს, ხოლო უფროსი თაობა – 40 წლიდან ზემოთ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის, რელიგიურიბის კუთხით დიდი სხვაობა არ არის. აშშ-ში 40 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიურები არიან, 17%-ით მეტია იმ ახალგაზრდების (18-39 წელი) რაოდენობაზე, რომლებიც თავს ასევე რელიგიურად მიიჩნევენ. საქართველოში ახალგაზრდებში რელიგიურობის მჩვენებელი 8%-ით მეტია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი