სამგორში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაიწვა 150 კვ. მ. ფართობი – საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.