ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, ენმ-ისთვის თანხის შეწირვის გამართლებისას, “ოცნება” ბახტაძის იმიჯს აზიანებს

16 ივნისი, 2018 • 3417
უსუფაშვილის თქმით, ენმ-ისთვის თანხის შეწირვის გამართლებისას, “ოცნება” ბახტაძის იმიჯს აზიანებს

შენების მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები და პიარის სამსახურის თანამშრომლები პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის იმიჯს აზიანებენ, როდესაც მის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” 2012 წელს შეწირული 20 ათასი ლარის განმარტებისას ამბობენ, რომ ყოფილი ხელისუფლება ბიზნესმენებს იძულებით არიცხინებდა თანხებს.

“ამ ახალგაზრდა, პერსპექტიულ და კარგ ადამიანს, მამუკა ბახტაძეს ახლა ვუშვებთ ხორცის საკეპ მანქანაში, იმავე სისტემაში – ცოტა ხანი ის უნდა ვატრიალოთ ახლა. სხვათა შორის, დათვურ სამსახურს უწევს ამ კაცს ზოგეირთი მისი თანაგუნდელი; გამოდიან და იძახიან, რომ ეს ის კაცია, რომელსაც თუ თვალს დაუბრიალებენ, შეუძლია 20 ათასი ლარი გადაურიცხოს მტერს და ჯალათს. პიარის სამსახურში ბევრი ადამიანი ჰყავს მმართველ პარტიას და იქნებ ცოტა დაფიქრდენენ, რას აკეთებენ. ეს რა უბედურებაა?

ამბობენ, რომ პრემიერად გვეყოლება ადამიანი, რომელსაც შეიძლება ვიღაცამ თვალები დაუბრიალოს და რაც აქვს, ის გასცეს მარტივად. ახლა ქვეყანას ვაბარებთ ასეთ ადამიანს, თუ რაზე ლაპარაკობენ?” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა TV პირველის ეთერში.

როგორც დავით უსუფაშვილმა TV პირველს განუცხადა, უნდა ითქვას ის, რაც სინამდვილეში იყო მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” 2012 წელს შეწირულ თანხასთან დაკავშირებით:

“ზოგი 2004 წელს მიხვდა ვიღაც, რომ არ იყო სწორი სააკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო ფინანსურადაც და ინტელექტუალურადაც. რა ვქნა ახლა მე? ამით იზომება, ვინ როდის დადგა სწორ გზაზე? ადამიანები ვართ! მაგრამ ის, რითიც მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვის შეწირულ თანხას ხსნიან, თუ ეს ასეა, ასეთ ადამიანს ქვეყანა კი არა, არაფერი უნდა ჩააბარო მაშინ. ეს არის უბედურება! ეს არის თვალში ნაცრის შეყრის უშედეგო მცდელობა.”

რას საქმიანობდა მამუკა ბახტაძე, როცა ენმ-ს 20 000 ლარი შესწირა

მასალების გადაბეჭდვის წესი