საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
გამოძიებით ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ნიკა მელიას განცხადებით, ამჟამად გამომძიებლები დაშავებული დეპუტატის გამოსაკითხათ მიდიან საავადმყოფოში, რომელსაც შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. ენმ-ის ლიდერი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნების” სხვა წევრებსაც დააკავებენ ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის. ასევე, დაშავებულის მოსანახულებლად მიდიან ბესო ქათამაძის მხარდამჭერები ოზურგეთის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიიდან.
საკრებულოს წევრი ენმ-დან “ოცნების” წარმომადგენლებს ცემაში ადანაშაულებს