ახალი ამბები

პრემია, სახელფასო დანამატები და სხვა ხარჯები საქართველოს პარლამენტში

16 იანვარი, 2014 •
პრემია, სახელფასო დანამატები და სხვა ხარჯები საქართველოს პარლამენტში

გთავაზობთ IDFI-ს სტატიას, რომელიც დღეს, 16 იავარს გამოქვეყნდა: 

“2013 წლის 20 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს მიმართა 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტმა ყველა მოთხოვნაზე მეტნაკლებად სრულყოფილი პასუხი მიიღო. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  ჩვენ მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მცირე ანალიზი.  

პრემია და სახელფასო დანამატები საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სადეპუტატო  უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი  განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • პარლამენტის თავმჯდომარე – 3905 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3570 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე – 3505 ლარი
  • საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე –  2705ლარი
  • ფრაქციის თავმჯდომარე – 2635 ლარი
  • საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე- 2105 ლარი
  • საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  –  1970 ლარი
  • კომიტეტისა და ფრაქციის  თავმჯდომარეების  მოადგილეები  – 1905 ლარი
  • პარლამენტის წევრი – 1790 ლარი

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებს პრემიები არ მიუღიათ და, შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურებით  მიღებული შემოსავლები შეადგენდა მხოლოდ მათ სარგოს (2000 ლარი) დამატებული ზემოთ ჩამოთვლილი სახელფასო დანამატები. 2013 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით აგრეთვე დამტკიცდა პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების ოდენობაც.

პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით, აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა 2013 წლის განმავლობაში დაირიცხა  2 294 516 ლარის პრემია.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2013 წელს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების  ოდენობა განახევრებულია 2012  წელთან შედარებით (2012 წელს აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 4 927 487,8 ლარი) აღნიშნული არ განაპირობებდა თანამშრომელთა შემოსავლების კლებას ვინაიდან წინა წელთან განსხვავებით პარლამენტის თანამშრომლები 2013 წლიდან ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატსაც.

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლების ანაზღაურება


2012 წლის დეკემბრის თვეში მიღებული დადგენილებით ადგილობრივ თვითმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების  ვალდებულება მოეხსნათ. ხსენებულ ბიუროების დაფინანსება 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად 5 ათასი ლარის ოდენობით (60 000 ლარი ყოველწლიურად). მაჟორიტარი დეპუტატები აღნიშნული თანხის განაწილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებენ.  

 

როგორც საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა,  2013 წელს  ყველა  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის სულ გაიცა 2 211 751 ლარი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მაჟორიტარის ბიუროში,  როგორც დასაქმებულ თანამშრომელთა ასევე სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

მაგალითად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროში დასაქმებულია მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებმაც 2013 წელს ხელფასის სახით  მიიღეს 34 630 ლარი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის ბიუროში დასაქმებულმა  8 თანამშრომელმა  2013 წელს ხელფასის სახით მიიღეს მხოლოდ 19 325 ლარი. 2013 წელს  ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის ბიუროში – 45 838,6 ლარი.  მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების თანაბარ პირობებში, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს შემდეგმა დეპუტატებმა:

 

2013 წელს ყველაზე მცირე თანხა ბიუროს თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურებაზე დაიხარჯა  ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ  ჩილინგარაშვილის ბიუროში – სამ თანამშრომელზე ხელფასის სახით სულ გაიცა 13 025,5 ლარი.

 

ავტოპარკის ხარჯები  2013  წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შეძენილია 2013 წელს გამოშვებული 10  „ჰიუნდაი ელანტრას“  მოდელის ავტომობილი საერთო ღირებულებით 292 000 ლარი.    აღნიშნული 10 ავტომობილი გადანაწილდა შემდეგი დანიშნულებით:

  • ფრაქცია „ ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი“ – 1 ავტომობილი
  • ფრაქცია „ ქართული ოცნება მრეწველები“ – 1 ავტომობილი ფრაქცია
  • „ უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ – 1 ავტომობილი
  • უმრავლესობის ლიდერის აპარატი – 1 ავტომობილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – 1 ავტომობილი
  • დელეგაციებისა და სტუმრების მომსახურების მიზნით – 5 ავტომობილი

 

 2013 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი  ხარჯი შეადგენს 736 217,34 ლარს.

 

პარლამენტის აპარატის მიერ გაწეული საწვავის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტს გააჩნია აგრეთვე 2012 წლის  1 იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, რამაც 733 697,92 ლარი შეადგინა. როგორც გამოჩნდა პარლამენტის მიერ 2012 წელს ერთი თვით ნაკლებ პერიოდში დაახლოებით იგივე ხარჯია საწვავის მოხმარებაზე გაწეული, რაც 2013 წელს.

 

შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისიდან ქალაქ ქუთაისში პარლამენტის გადატანას არ მოჰყვა პარლამენტის საწვავის ხარჯების ზრდა.   2013 წელს ავტომანქანების მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს  272 957,74 ლარს.

ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი, პარლამენტის წევრების სამივლინებო ხარჯების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი