ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჟვანიას საქმეზე პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიას ჩართავს

16 იანვარი, 2014 •
ღარიბაშვილი: ჟვანიას საქმეზე პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიას ჩართავს

“ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს პროკურატურა. ისინი მართლაც იმსახურებენ შეხებას. ფარცხალაძის მეთაურობით მოკლე დროში ძალიან ბევრი მნიშნველოვანი საქმის განახლება მოხდა. არის საუბარი ექსგუმაციაზე, და იმისათვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე კითხვა და ეჭვები, პროკურატურა გეგმავს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას. ამის გარდა, ვაპირებთ, რომ შეიქმნას კომისია. კონსულტაცია მიმდინარეობს იგივე თომას ჰამარბერგთან. გრძელლდება კონსულტაციები, რომ ჩაერთოს ის. მოტივირებული ვართ, რომ ამ ფაქტის ირგვლივ დასრულდეს სპეკულაციები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი