ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 5%–იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია

16 იანვარი, 2014 •
ღარიბაშვილი: 5%–იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია

სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ წყდება, მელი წლის განმავლობაში იყო აჟიოტაჟი, რომ ხდება ეკონომიკის დაღმასვლა და კატასტროფა.   

 

ჩვენ საუბარი გვქონდა 2103 წელს 3-პროცენტიან ზრდაზე. გუშინ გავრცელდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იქნება 6,3 პროცენტი. ჩვენ გათვლა გავაკეთეთ მხოლოდ 5 პროცენტზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამას აზუსტებს. მათი გათვლებით 5-პროცენტიანი ზრდა არის ოპტიმისტური და რეალური.

 

მოსახლეობას მინდა განვუმარტო, რას ნიშნავს ეს ზრდა, რატომ არის მნიშვნელოვანი. გასულ წელს იყო ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტი. რეგიონში არსებულ 21 ქვეყანას შორის საქართველო ეკონომიკური ზრდით ერთ–ერთ ლიდერ პოზიციაზე რჩება. ის მხოლოდ ჩამოუვარდება თურქმენეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. აზერბაიჯანის მშპ არის 5,3 პროცენტი, უკრაინის- 2 პროცენტი. საინტერესოა მოსახლეობისთვის, რომ ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიც არის ბულგარეთი, უნგრეთი და რუმინეთი – ბულგარეთში ეკონომიკის ზრდა არის 1,1 პროცენტი, უნგრეთში 1,7 პროცენტი, ხოლო რუმინეთში 2 პროცენტი. თურქეთში, რომელშიც არის ყველაზე მზარდი ეკონომიკა და არის სტაბილური ბაზარი, იქ არის 3,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ზრდა 5-პროცენტიან ზრდაზე გათვლილი.

 

დაღმასვლა იყო. ამაზე გავაკეთეთ შეფასება და შემიძლია გავიმეორო, რომ არსებობდა მთელი რიგი ობიექტური გარემოებები, რამაც განაპირობა გარკვეული შენელება ეკონომიკის.  ეკონომიკა არ არსებობდა საქართველოში. რასაც ეკონომიკას უწოდებდა მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო ეკონომიკა სტიმულატორებით გაზრდილი.

ბევრ სამინისტროს მოუწია პროექტების გადახედვა. ამან წაიღო დრო. ამის გარდა იყო გაფორმებული არამიზნობრივი კონტრაქტები. ამის კომპენსირება მოხდა მეორე და მესამე კვარტლიდან. ნარმანიას სამინისტრომ 130 მლნ–ით მეტი დახარჯა.  

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შენელებას, იყო რთული კოჰაბიტაციის პერიოდი. რთულია, ინვესტორები ამ დროს დაარწმუნო, რომ ჩადოს ინვესტიციები. ეკონომიკური ზრდა გამოცოცხლდა. ექსპორტი გაიზრდა 20 პროცენტით. ევრპოკავშირში ექსპორტი გაიზარდა 56 პროცენტით, რუსეთში- სამჯერ და მიაღწია 160 მილიონს. წელს ხუთპროცენტიანი ზრდა რეალურია. 

           

მასალების გადაბეჭდვის წესი